ქართული  კინო  ეთერ ოკუჯავასგან

      GEORGIAN  CINEMA  BY  ETER  OKUJAVA

      цпсгхмяйне  йхмн  нр  щрепх  нйсдфюбю

  

 

ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომერეს ბატონ ზაალ სამადაშვილს
საქართველოს კულტურის მინისტრს ბატონ ნიკოლოზ რურუას
საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის თავმჯდომარეს ქალბატონ თამარ ტატიშვილს
გაზეთ
"საქართველოს რესპუბლიკის" მთავარ რედაქტორს ბატონ ალეკო ასლანიშვილს
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს
სახელმწიფო  უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს



ნარკვევების კრებულის
 "ქართველი კინორეჟისორების" გამო?


 

2008 2009 2010 2011  


ბოლო დროს განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მისამართით მომზადებული ტელესიუჟეტები, მათ შორის, ალბათ, მაინც  კინომცოდნე  დოლიძის სკანდალური განცხადებებია აღსანიშნავი, რომლის ერთ-ერთი მთავარი გმირი ვარ მე _ ეთერ ოკუჯავა.
ერთი ასეთი სიუჟეტი იყო დედაქალაქის საკრებულიდან. მას შემდეგ, რაც სხვადასხვა სასამართლო ინსტანციაში (საოლქო, უზენაესი) მისთვის უნუგეშო გადაწყვეტილება გამოიტანეს, გოგი დოლიძემ დედაქალაქის საკრებულოს წინაშე გააგრძელა ჩივილი _ ახლა უკვე ნარკვევების კრებულზე (დამხმარე სახელმძღვანელო) "ქართველი კინორეჟისორები", რაც სინამდვილეში სხვა არაფერია, თუ არა შურისძიება თავის "მეტოქეზე"  2009 წლის კონკურსში, ე.ი. ჩემზე (დოლიძემ კონკურსში დამარცხების გამო დაკარგა სამსახური). სხვაგვარად საკითხავია, რატომ გახადა აქტუალური ეს ნარკვევების კრებული (რომელიც შეიძლება ითქვას, რომ პირველი მცდელობაა ქართულ კინოზე პროფესიული ლიტერატურის შექმნისა) დღეს, 2010 წელს და არა 2007-ში, როცა იგი გამოიცა? აქ იგი საერთოდ აღარ ახსენებს იმ კომისიას, რომელმაც მის, როგორც მეცნიერის, შესაძლებლობებში ეჭვი შეიტანა და უპირატესობა მე მომანიჭა.
არ მინდოდა კონკურსის თემას შევხებოდი _ მაგრამ იმდენად გახშირდა დოლიძის ინსინუაციები ჩემ მიმართ, იძულებული გავხდი მასზე შევჩერებულიყავი.
საქმის ვითარება კი ასეთია, დავიწყებ კიდევ უფრო ადრინდელი კონკურსებიდან: დოლიძემ საკონკურსო ბარიერი ვერ გადალახა ჯერ კიდევ 2006 წელს ანუ ვერ მოიპოვა აკადემიური თანამდებობა, რის გამოც სასწავლო პროცესის მიღმა დარჩა, მაგრამ მისთვის არავის უთქვამს მიბრძანდით და დატოვეთ კაბინეტიო. პირიქით, კაბინეტიც დაუტოვეს და ხელფასიც, საქმეც გამოუჩინეს _ აკადემიური ხარსხის გარეშე დარჩენილი სამეცნიერო საქმიანობით დააკავეს და გრანტით მოპოვებულ თემაზე
"ქართული კინოს ენციკლოპედია" ხელმძღვანელად დანიშნეს.
ერთწლიან ვადაში საგრანტო თემა, ცხადია, ვერ ამოიწურებოდა, მაგრამ მისი უნივერსიტეტში შემოტანა, როგორც ჩანს, იმას გულისხმობდა, რომ იგი პერსპექტიულ შრომად უნდა გადაქცეულიყო. ამიტომ, უპრობლემოდ დაეთმო მას მეორე წელიც, თუმცა, თემა არც მეორე წლის ბოლოს დასრულებულა. ის, რომ ენციკლოპედიაზე მუშაობა ამ ვადაში სრულად ვერ დამთავრდა, ნაკლებად იყო აღსანიშნავი _ რაც გაკეთდა, ის იყო საგანგაშო. წლის ბოლოს წარმოდგენილ მასალებში გარკვევით ჩანდა, რომ ენციკლოპედიის დასრულებას შორეული პერსპექტივაც არ ჰქონდა. და რადგან დღეს ტყუილუბრალოდ აღარავინ ყრის სახელმწიფო სახელფოსო თანხებს, მესამე წელს გამოცხადდა კონკურსი. ამჯერად, მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დასაკავებლად ერთ საშტატო ერთეულზე, ანუ ორი საშტატო ერთეული შემცირდა ერთით. ბოლო კონკურსამდე, ბატონ გიორგი დოლოძესა და თქვენს მონა√მორჩილს ერთი და იგივე თანამდებობა გვეკავა ორ საშტატო ერთეულზე. 2009 წლის უკანასკნელ კონკურსზე გასულ დოლიძეს კონკურენცია გავუწიე მე, ეთერ ოკუჯავამ და გავიმარჯვე კიდეც (შესაბამისად, ქართული კინოს ენციკლოპედიის მასალები გადმომეცა მე, როგორც მთავარ მეცნიერ თანამშრომელს და ქართული კინოს ენციკლოპედიის ხელმძღვანელს).
აქვე იმასაც ვიტყვი, რომ უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა გოგი მარგველაშვილმა, იმ მოტივაციით, რომ ასაკოვანი დოლიძე უნივერსიტეტს გარეთ არ აღმოჩენილიყო (ცხადი იყო, რომ მე მასთან შედარებით გამარჯვების დიდი შანსი მქონდა), კონკურსის წინ დოლიძეს ენციკლოპედიის კონსულტანტად დარჩენა შესთავაზა, შესაბამისი ხელფასით და, ცხადია, კაბინეტით. მაგრამ, როგორც ჩანს, საკუთარ შეუცვლელობაში დარწმუნებულმა საკონკურსოდ შეიტანა საბუთები. შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა.
ბევრს გაუხარდებოდა მოწაფის წარმატება (იგი თავის პირველ პუბლიკაციებში მოწაფედ მიხსენიებდა), მაგრამ დოლიძემ გახარების ნაცვლად, ჩივილი დაიწყო და სააპელაციო კომისიას წარუდგინა თავისი პრეტენზიები. პროფესორ-ემირიტუსებისგან შემდგარმა კომისიამ დაუსაბუთა დოლიძეს კომისიის გადაწყვეტილების სისწორე და დაემშვიდობა. სააპელაციოს ხსენება არ აწყობს დოლიძეს, სწორედ აქ, კიდევ ერთხელ და საფუძვლიანად დასტურდება მისი სამეცნიერო საქმიანობასთან შეუთავსებლობა. მიუხედავათ ამისა, დოლიძე ისევ თავის კაბინეტშია, საკუთარი მდივნით _ ხელფასს მას უნივერსიტეტი არ უხდის, ქალბატონი
"დოლიძის სახელფსო ფონდზეა"...
ამის შემდეგ დოლიძემ სასამართლოს მიმართა და უჩივლა საკონკურსო კომისიასა და უნივერსიტეტს _ მოითხოვდა გადაწყვეტილების გაბათილებას. პარალელურად განგაში ატეხა ტელე √ და საგაზეთო სივრცეში და ქვეყანას ამცნო უვიცი და თანამდებობისთვის შეუფერებელი ე.ოკუჯავას შესახებ. ამგვარად უნივერსიტეტისა და საკონკურსო კომისიის წინააღმდეგ ჭიდილში მე, ეთერ ოკუჯავაც აღმოვჩნდი ე.წ. მესამე მხარედ.
დოლიძემ სამი სასამართლო წააგო და მაინც არ ტოვებს უნივერსიტეტის ოთახს. საგაზეთო პებლიკაციაში იმასაც კი წერს, რომ ოთახი კინოკომიტეტის თავმჯდომარემ მაჩუქაო (ჩუქება, როგორც ჩანს, გასულ საუკუნეში მოხდა, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ სახკინოკომიტეტმა შეწყვიტა არსებობა. მაგრამ, არა მგონია, ჩვენთვის მეტად პატივსაცემ ადამიანს, მაგრამ იმხანად "საბჭოთა ჩინოვნიკს" გაესხვისებინა სახელმწიფო ქონება).
ცალკე საქმეა დოლიძის სასამართლოსთან ურთიერთობა. ვერც ერთი რექტორი, ვისაც კი მე მოვესწარი _ ეთერ გუგუშვილი, გიგა ლორთქიფანიძე, გიზო ჟორდანია, ახლა კი გიორგი მარგველაშვილი _ ვერ ასცდა დოლიძის საჩივარს. პირველი ქართული ფილმის თარიღის დადგენაც კი, მრგვალ მაგიდასთან პროფესიული მსჯელობის ნაცვლად, პრესის ჩარევით ხდებოდა. საინტერესო იქნებოდა სასამართლოდან იმ საჩივართა სიის გამოთხოვა, დოლიძემ რომ წარადგინა სხვადასხვა დროს. ეს ისე, იდეის სახით...
პარალელურად და შემგომაც იბეჭდებოდა დოლიძის საგაზეთო პუბლიკაციები ჩემ მიმართ, მაგრამ მე ვცდილობდი სიმშვიდის შენარჩუნებას, რადგან ვიცოდი მისი რისხვის ნამდვილი მიზეზი.
საკრებულოში გამოსვლით დოლიძემ წარსულს ჩააბარა საკონკურსო კომისიისა და სასამართლოს გადაწყვეტილებები. აღარ გაუხსენებია არც ბატონი იაგო კაჭკაჭიშვილი _ კომისიის თავმჯდომარე (რომელსაც თავის პუბლიკაციებში კაჟკაჭევად ნათლავდა), არც უნივერსიტეტის რექტორი, აღარც სააპელაციო კომისია, რომელიც მისი კოლეგა ემირიტუსებისაგან შედგებოდა, რომლებმაც ჩემი დანიშვნის გადაწყვეტილება "ფავორიტობის" ნიშნით კი არ მიიღეს (ასე მომიხსენიებს ხშირად დოლიძე), არამედ დოლიძის ვაი-მეცნიერობის გამო). სამაგიეროდ იხსენებს და ახსენებს ყოფილ მეტოქეს, ანუ _ მე, და თან მხოლოდ ტიტულით (ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი), დაცინვის ნიშნად. სხვათა შორის, ეს ტიტული მივიღე დავით კაკაბაძის ცხოვრებისა და შემოქმედების კვლევისათვის და არა რომელიმე პოლიტიკურად ანგაჟირებული თემის გამო.
აქვე საკრებულოში, დოლიძე თავისთვის გაურკვეველი მნიშვნელობით ასახელებს ელექტრონულ კინოჟურნალს  (
"კინოlumiere" www.kinolumiere.ge), რომელიც თითქოს მე ვინმემ მომართვა (თუ მირთმევაზეა ლაპარაკი, კონკურსგარეშე დარჩენილს სწორედ მას მიართვეს თანამდებობა, კაბინეტი). სინამდვილეში ეს ინტერნეტჟურნალი ჩემ მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის _ კულტურული ინიციატივების ფონდის `ნატოს~ მეშვეობით შეიქმნა, ხოლო თეატრისა და კინოს უნივერსიტეტმა ხელი შეუწყო მის რეალიზაციასა და ინტერნეტში განთავსებას. რისთვისაც კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას. აქვე ვიტყვი, რომ ამ ჟურნალში ერთი წლის განმავლობაში 40-ზე მეტი წერილი დაიბეჭდა, რომ ამ ჟურნალში გამოცდილ კინომცოდნეებთან ერთად ახალბედებიც აქვეყნებენ პირველ ნამუშევრებს. დოლიძე მოკლებულია ამ ბედნიერებებს და პროფესიულ სიხარულს და თან სრულ საინფორმაციო ვაკუუმშია ჩვენი უფროსი კოლეგა. თანამდებობის დაკარგვასთან ერთად, სულ უფრო აღარ აინტერესებს აღნიშნული საქმიანობა, პირიქით, აგრესია უგროვდება მათ მიმართ, ვინც რაღაცას აკეთებს, ავად თუ კარგად. სწორედ ამის გამო, მისი მენტალობის ადამიანმა, ვისთვისაც ინტერნეტსივრცე და ის მნიშვნელობა, რაც ამ სივრცის მასშტაბებს მოაქვს √ უცნობია, მომგებიან საქმედ იქცია სხვისი განქიქება. ამ საქმეში დოლიძემ ვერ მოიმხრო ვერც ჩვენი საერთო კოლეგები და ვერც კინემატოგრაფისტთა კავშირი.
არც არის გასაკვირი. მას თავისი ინტერესები აქვს, სადაც ადგილი არა აქვს, სხვათა შორის, არც ნატო ვაჩნაძის სახელობის ქართული კინოს აკადემიას, რომელსაც ასევე აუგად მოიხსენიებს თავის ერთ-ერთ პუბლიკაციაში. ქართული კინოს აკადემია ბატონმა რეზო ჩხეიძემ, ოლღა თაბუკაშვილმა და მე, ეთერ ოკუჯავამ დავაფუძნეთ კინოკავშირთან ერთად, უდიდესი ძალისხმევის ფასად. 1996 წელს მოვაწყვეთ კიდეც პროფესიული პრემიით (
"ნატო") დაჯილდოება. ეს ჯერ კიდევ ის წლები იყო, როცა ინერციით არსებობდა ძლიერი ქართული კინო. დოლიძემ "საქართველოს რესპუბლიკის" ამჟამინდელ პუბლიკაციაში ისიც კი თქვა, რომ ქართული კინოს გაპარტახება ჩემი ბრალია?! საინტერესოა, თუნდაც ამ მოსაზრების გამო ეჭვი რომ არავინ შეიტანა დოლიძის....
ამგვარად, საკონკურსო და სააპელაციო კომისიებს რომ ვერაფერი დააკლო, დოლიძემ დაიწყო იმ ადამიანის განქიქება (ეს არ არის კრიტიკა), რომელმაც კონკურსი წარმატებით გაიარა. ასეთ ვითარებაში ვინც არ უნდა ყოფილიყო, დოლიძის ზნის ადამიანი მაინც შეასხამდა ლაფს. ამის დასტურია დოლიძის მიერ 2009 წელს საკონკურსოდ გამზადებულ მასალებს დართული ქართული კინოს ენციკლოპედიის სათაურით წარდგენილი უსტარი, მომყავს მხოლოდ პირველი აბზაცი ამ ოპუსიდან:
"ქართული კინოს ენციკლოპედიაზე საუბარი იმით უნდა დავიწყო, თუ რაოდენ ეამაყება თქვენს მონა-მორჩილს, რომ თვით ეს იდეა მას ეკუთვნის და მისი პრაქტიკული განხორციელების პირველი ნაბიჯებიც სწორედ მან გადადგა. დიდად დამავალებს ყველა, ვინც კი მიმანიშნებს, რომ თურმე ეს საკითხი ჩვენს პრესაში ჩემამდეც დაუყენებიათ. მანამდე კი უნდა შეგახსენოთ, რომ ჯერ კიდევ 1992 წლის 13 თებერვალს იმდროინდელ ერთადერთ კინემატოგრაფიულ გაზეთში "ქართული ფილმი" გამოვაქვეყნე ე.წ. "საპროგრამო სტატია" და ანკეტაც ამ მხრივ, შემდეგ ნომრებში კი სიების ბეჭდვაც დავიწყე ანბანის მიხედვით, თუ ვინ უნდა შესულიყო ამ კინოენციკლოპედიაში."
თვითშეფასების ამგვარი ფორმა, ცხადია, დოლიძეს მრავალი მიზნისკენ უბიძგებდა... და, რაც მთავარია: როცა უნივერსიტეტში ცნობილი გახდა, რომ წელიწადნახევარში დასრულდა ქართული კინოს ენციკლოპედიაზე მუშაობა და იგი მეორე რედაქციას გადის _ მისი სიფიცხე, მეტი რომ არ ვთქვა, არასერიოზულ ფორმებში გადავიდა. რაც მთავარია შეცდომაში შეყავს საკრებულო, საგაზეთო რედაქციები. ამგვარად, ადამიანი, რომელიც თანამშრომელთა სიაშიც კი არ ირიცხება, ისევ აგრძელებს კაბინეტში, სავარძელში ჯდომას და ამავე დაწესებულების წინააღმდეგ საჩივარს საჩივარზე წერს და ინტერვიუს ინტერვიუზე აძლევს. რომ არა ზემოაღნიშნული მოტივაცია, იგი მთელს თავის საქმიანობას საკუთარი საწერი მაგიდიდან მაინც წარმართავდა!
ამასვე მაფიქრებინებს დოლიძის საგაზეთო პუბლიკაციაში (იხ.
"საქართველოს რესპუბლიკა", 14 ივლისი, 2010) მკითხველზე ეფექტის მოსახდენად ჩაბეჭდილი ჩემ მიერ თანამშრომლებისადმი მიწერილი სამუშაო წერილი (ესაა პირველი წერილი, რომლითაც გამოვხატავ ორწლიანი შეუსრულებელი მუშაობის მიმართ ჩემს დამოკიდებულებას). რთული არაა მიხვდე, რომ დოლიძემ სამუშაო წერილის ციტირებით საკუთარი ინტერესები წარმოაჩინა. მე არ მაინტერესებს კინოჯგუფის რომელმა წევრმა შეუწყო ხელი მას ამ ჩანაფიქრის აღსრულებაში (როგორც ჩანს, ის დოლიძის ღირსეული პარტნიორია, რომელთან ერთადაცაა შექმნილი ენციკლოპედიის ორწლიანი აბდაუბდა). დოლიძეს, ქართული კინოს მოამაგეს, იმის მაგივრად, რომ კოლეგიალურად ეთქვა სათქმელი (თითქმის 40-წლიანი "ნაცნობ-მეგობრობა" უთუოდ გულისხმობდა ამ ფორმას), მან სასამართლო, გაზეთი და ტელევიზია არჩია შენიშვნების წარმოსაჩენად. ამასთან ისიც უნდა ითქვას, რომ პუბლიკაციაში სადაც ჩემს შეცდომებზე წერს დოლიძე, რექტორს მიმართავს და არა სტატიის ავტორს. ცხადია, იმიტომ, რომ უპირატესობამინიჭებული კონკურენტი ამხილოს! და თან რექტორის მიმართაც უარყოფითად უნდა რომ განაწყოს მკითხველი.
რას ემსახურება მისი მოქმედება _ ალბათ, დოლიძის აზრით, ჩემს დისკრეტიზაციას. მე კი, უფრო შიშის გამოძახილი მგონია ორი წლის განმავლობაში შეუსრულებელი სამუშაოს გამო, რომლის ანაზღაურების საკითხმაც იმდენად გააცხარა, რომ თავგზა აუბნია. მე ადამიანურად მეცოდება დოლიძე, მან ყველაფერი დაკარგა და შველას თვითგამოხატვის თავისებური ფორმით ითხოვს.
დოლიძის ხელმძღვანელობით შესრულებული ენციკლოპედიის სამუშაო იმდენად მოუწესრიგებელი იყო, რომ საერთოდ არ იგრძნობოდა ხელმძღვანელის არსებობა. ამდენად იძულებული გავხდი გამეწია შემდეგი სამუშაო:

1. შევადგინე პერსონალიების, თემატური წერილებისა და ტერმინ-კომენტარების სრული სია, რომელიც არ არსებობდა დოლიძის ხელმძღვანელობის დროს;
2. გავმიჯნე პერსონალია და თამატური წერილები, კომენტარები და ტერმინები;
3. მოხდა ქაოსურად წარმოდგენილი მასალების ფორმატირება, რითიც ხელმისაწვდომი გახდა ტექსტის ელემენტარული გაგება (ჩაბარებული სამუშაო, სავარაუდოდ, დაბეჭდილი იყო ფორმატის გასაზრდელად, ამ მიზნით გამოყენებული იყო სხვადასხვა ინტერვალი, შრიფტი, უსასრულო გამეორებები და სხვ.);
4. აღირიცხა თითოეული თანამშრომლის ანგარიში (საკონკურსოდ დისკებზე ჩაბარებული მასალის მიხედვით);
5. არსებული მასალის გაცნობის შემდეგ შემუშავდა თითოეული მიმართულების წერილის დაწერის წესი და დადგინდა ნორმა, რაც მანამდე არ არსებობდა;
6. შეგროვებული და აღწერილი მასალა დაუსრულებლობის გამო, მოითხოვდა მუშაობის გაგრძელებას. ამიტომ სამუშაო დაუბრუნდათ ავტორებს, რათა თავიდან დაეწერათ ის, რაც 2 წლის სამუშაოდ ჰქონდათ ჩაბარებული.
ზემოაღნიშნულ საგაზეთო პუბლიკაციაში ჩაბეჭდილი ჩემი წერილიც, რომლის კორექტურასაც სახელდახელოდ აკეთებს დოლიძე, იმის დასტურია, რომ ორი წელი რას ხელმძღვანელობდა დოლიძე, მისთვის გაუგებარი იყო.
მაგალითისთვის მოვიყვან ფილმების სახელწოდებებს, რომლებიც ასე გამოიყურებოდა (ცხადია, ეს მცირედი ნაწილია):
"შფოთვა" _ ანუ "განგაში";
"ბროწეულის ფერი"_ ანუ "საიათნოვა"
;
• "მზიანი ველი" _ ანუ  "ნარინჯის ველი";
• "ძველი წისქვილები■ _  ანუ  "წყალდიდობა";
• "შემთხვევა" _ ანუ   "უბედურება" (რაც რუსულიდან არის თარგმნილი. ავტორი გულისხმობს გელა კანდელაკის ფილმს, რომელიც დ. კლდიაშვილის ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული. კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ავტორმა არ იცის მასალა, შრომის ხელმძღვანელი დოლიძე კი ამას არ "ამჩნევს");
• "ფიცის ჩანაწერი" _  ანუ  "წიგნი ფიცისა";
• "ხიდობნელი ქალიშვილი" _ ანუ   "ქალიშვილი ხიდობნიდან";


პრიზების სახელწოდებები კი ასე იკითხება დოლიძისეული  ხელმძღვანელობით  შესრულებულ 2 წლის ნამუშევარში:
• დონატელოს "დათვი" (იგულისხმება დონატელოს "დავითი");
• პრიზი "ფრთოსანი თხის ქანდაკება" (არსებობს პრიზი "ფრთოსანი ჯიხვის ქანდაკება");

სხვადასხვა ხასიათის შეცდომები:
• ორ ადამიანზე, ერთსა და იმავე დღეს რომ დაიბადნენ და გარდაიცვალნენ, ფილმებიც ერთი და იგივე რომ გადაუღიათ, ორი პორტრეტია მოთავსებული, განსხვავება მხოლოდ სახელშია და სხვ. სტატიების ავტორთა ისეთ "შეცდომებს", როგორიცაა "სკულპოლოზური", "მსოფხედველობა", "მსოფგანცდა" _ დოლიძე√ხელმძღვანელის ხელი  არ შეხებია.

თვით დოლიძის სტატიებშიც ხშირად უხერხულ ნიუანსებს ვიჭერთ. მაგალითად:

1. "...სანდრო დადეშქელიანს არც ერთი ხელი არ ჰქონდა და ყველაფერს ფეხებით აკეთებდა" (ვფიქრობ, ქართული ენის მცოდნე დოლიძე უნდა მიმხვდარიყო, რომ უმჯობესი იქნებოდა: "დადეშქელიანი იყო დაბადებიდან უხელო, რომელიც ფეხებს ხმარობდა ოთხივე კიდურის სანაცვლოდ" (ე.ო.).
2. "..ერთობ ორიგინალური ხედვისა და ესთეტიკის მქონე..." (სიტყვა "ერთობ" ეპითეტთა შორის ყველაზე საყვარელია დოლიძისთვის(ე.ო.)) .
3. "...კინოში, როგორც თავად იგონებდა ერთ-ერთ ინტერვიუში (ჟურნალი "სარკე", #9, 2003, გვ. 32), პირდაპირ სახლიდან, სამზარეულოდან მივედი ჩვენი ოჯახის უახლოესი მეგობრის _ დოდო აბაშიძის წყალობითო...~ ("სარკის" ყოფითი თემატიკის გადმოტანა ენციკლოპედიის აკადემიურ გამოცემაში დოლიძისათვის ჩვეული რამაა (ე.ო.).).
4. "..ყველაზე დიდი პოპულარობა მას (იგულისმება მსახიობი გურამ ლორთქიფანიძე) მოუტანა ელდარ შენგელაიას შესანიშნავმა ფილმმა "არაჩვეულებრივი გამოფენა" (1968), რომელშიც მთავარ გმირს _ აგული ერისთავს თამაშობდა და მისი პიროვნული ბუნებისათვის ესოდენ დამახასიათებელ ადამიანურ, კაცთმოყვარეობისა და სიკეთის სხივებს აფრქვევდა უხვად. ამიტომაც ეძახდნენ გურამ ლორთქიფანიძეს სიყვარულით "ლორთქიას", ამიტომაც აირჩიეს იგი 1999 წელს თბილისის საპატიო მოქალაქედ (ესაა დოლიძის საენციკლოპედიო ტექსტი და გურამ ლორთქიფანიძის, როგორც კინომსახიობის, ოსტატობის შეფასება(ე.ო.)).
5. დასასრულ, ქართული კინოს ენციკლოპედიის დოლიძისეულ სიებში ვერ მოხვდნენ კინემატოგრაფისტები: გოდერძი ჩოხელი, ლანა ღოღობერიძე, შალვა ღამბაშიძე, გივი დვალიშვილი, მიხეილ დარჩიევი, ლევან დობორჯგინიძე, რევაზ (რეზო) ებრალიძე, მარლენ კიტია, არჩილ მენაღარიშვილი, გურამ გაბესკირია, ლამარა ბოკერია, ანზორ სალუქვაძე, ნატო გაგნიძე, ოთარ გეგეჭკორი, ირაკლი გოცირიძე, ივანე გვინჩიძე, ლერი მაჩაიძე, ვაჟა მაჩაიძე, ირინა ბეგიზოვა, ნოდარ მამისაშვილი, აბესალომ მაისურაძე, გია მატარაძე, ალექსანდრე მღებრიშვილი, თენგიზ მოდებაძე, ირაკლი ჩარკვიანი, ლეო ქიაჩელი, ლეო ესაკია, ლილი იოსელიანი, გენრიეტა ლეჟავა, იური ზარეცკი, გიორგი გაბელაშვილი, ოთარ სეფიაშვილი, ფარსმან სონღულაშვილი, ფელიქს ღლონტი, ნინო (ნუცა) ღოღობერიძე, გიორგი ყიფშიძე, დავით ჩუბინიშვილი, რუსუდან კიკნაძე, მიხეილ მედნიკოვი, ბორის კრეპსი, გარი კუნცევი, დინარა ნოდია, დავით ოქროსცვარიძე, დავით საჯაია, ვლადიმერ სიხარულიძე, თეიმურაზ სიხარულიძე, რობერტ ფედორი, არჩილ ფილიპაშვილი, ფარნაოზ ლაპიაშვილი, ბონდო შოშიტაიშვილი, კოტე ჯანდიერი, რომან წურწუმია, გიორგი მდივანი, სიკო ფაშალიშვილი, ილო მოსაშვილი და სხვები, (ამ უკანასკნელი კინომოღვაწის შესახებ ხომ განსაკუთრებულ შენიშვნებს გამოთქვამს ჩემ მიმართ თავის პუბლიკაციაში _ ფილმოგრაფიაში რატომ არ ახსენებსო? მე თუ ერთ ფილმის ფილმოგრაფიაში გამომრჩა იგი (რაც სამი ბეჭდური ფორმის მოცულობის ნარკვევის დასასრულს ერთვის და არა თვით ნაშრომის ტექსტშია უარყოფილი, დოლიძემ მთლიანად გააძევა
ლო მოსაშვილი კინოს ისტორიიდან. საინტერესოა, რას იტყოდა დოლიძე ასეთ ხარვეზზე? ალბათ, _ "ჰოი, საოცრებავ!", "ღმერთო, მაღალო!", "სასწაული" და ა.შ.).
აზრადაც არ მომსვლია ამ ხარვეზების საჯაროდ გამოტანა, რადგან მიმაჩნია, რომ სამუშაო-ლაბორატორიულ სივრცეს არ უნდა გასცდეს ისინი, თუმცა, დოლიძე მათ საქვეყნოდ გამოტანას საკუთარ თავსა და თანამოაზრეს უნდა უმადლოდეს.
ერთი სიტყვით, დღესდღეობით ენციკლოპედიის სამუშაო ვარიანტი (მეორე წაკითხვით) დასრულების სტადიაშია, იგი გათავისუფლდა ვულგარიზმისგან, ცრუ ეპითეტებისგან, ზერელე ინფორმაციულობისგან, დაემატა მრავალი გამოტოვებული პერსონალია, თემა.
ამგვარად, ის ვნებათა ღელვა, რასაც დოლიძე უწიგნურობას და ყველა საშინელებას უწოდებს, წარიმართა კონკურსზე დამარცხების, ენციკლოპედიის, როგორც დოლიძე იტყოდა, "ჩაფლავების" ფონზე; ესაა იმ ადამიანის ქმედებათა მოტივაცია, რომელიც მიიჩნევს, რომ პროფესიონალი კინომცოდნეა, კინოს ისტორიკოსი, რაინდი, ჩოხოსანი... ქართველი ერის თანამედროვე წარჩინებული სახე, ეროვნული ბომონდის წარმომადგენელი, რომელსაც ყველგან უთმობენ ასპარეზს, მათ შორის საკრებულოშიც. სამწუხაროდ არც ერთ საგაზეთო რედაქციას და არც მისი "ორატორული" გამოსვლების მსმენელებს აზრადაც არ მოსვლიათ  მიეწვიათ მისი წერილისა თუ გამოსვლის სამიზნე, ამ შემთხვევაში _ მე. პირიქით, როცა  მივედი "საქართველოს  რესპუბლიკის" რედაქციაში და მივიტანე დოლიძის "ბრალდებებძე" ჩემი პასუხი,  1200 ლარის გადახდა მომთხოვეს და მხოლოდ "ვაჭრობის" შემდეგ  ჩამოწიეს ნიხრი  600 ლარამდე. "ურწმუნო თომებს" და დოლიძის თაყვანისმცემლებს  იმასაც ვეტყვი, რომ ამის მოწმე გახდა თეატრისა და კინოს უნივერსტეტის ერთ√ერთი ღვაწლმოსილი პროფესორი, ასე რომ, მთავარია ფული, ბატონებო!
დოლიძის წერილებზე გამოხმაურებას არ ვაპირებდი უხამსი ტონის გამოც, რადგან არ ვარ ამას მიჩვეული. მაგრამ, ამჯერად იძულებული ვარ, მკითხველის ყურადღება მივიპყრო, რადგან ჩემი ნაშრომის "მიხელ ჭიაურელის" გამო წიგნის სავაჭრო ქსელიდან ამოღებით (უფრო კი, დროებით შეჩერებით) სხვა ავტორებიც დაზარალდენენ, მათ, საბედნიეროდ, როგორც ჩანს, ნაშრომებში ყველაფერი რიგზე აქვთ, თორემ დოლიძის სამართალი თავისას იტყოდა.
დაბოლოს, რა დაუტოვა თვით დოლიძემ სტუდენტებს, მას ხომ სულ ის აწუხებს, კრებულით "ქართველი კინორეჟისორები" ახალგაზრდები შეცდომაში არიან შეყვანილიო? აქვე გაგაცნობთ დოლიძის მიერ საკუთარი ხელით დაწერილ შემოქმედებით ბიოგრაფიას, რომელიც მან ქართული კინოს ენციკლოპედიაში შეიტანა, ამ პუბლიკაციით მისი ნაღვაწის ხარისხს თუ არა თემეტიკას მაინც გავიგებთ.
დოლიძე გიორგი (გოგი) გალაქტიონის ძე (20. IV. 1934, ქუთაისი) √ კინომცოდნე, რეჟისორი, მთარგმნელი, რედაქტორი.
დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური და ფრანგული ენების ფაკულტეტი (1959). 1955 წლიდან იბეჭდება მისი სტატიები და თარგმანები როგორც ქართულ, ისე უცხოურ პრესაში. 1960-1961 წწ. √ იყო საზოგადოება ⌠ინტურისტის■ თარჯიმანი, 1962 წ. √ საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის პასუხისმგებელი მდივანი, 1962-1969 წწ. √ მუშაობდა სხვადასხვა გამომცემლობასა და რედაქციაში, 1969 წ. _ კიევში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია კინომცოდნეობაში თემაზე: ⌠მაიაკოვსკი და კინო■. 1970 წლიდან, როცა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში ჩამოყალიბდა თეატრისა და კინოს ისტორიისა და თეორიის კვლევითი-სამეცნიერო სექტორი, არჩეულ იქნა უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 1980-1992 წწ. √ შეთავსებით იყო ამავე ინსტიტუტის კინოფაკულტეტის დეკანი. 1992-2005 წწ. ინსტიტუტი უნივერსიტეტად გადაკეთდა და გ. დოლიძე დაინიშნა უნივერსიტეტის პრორექტორად კინოს დარგში. 1985 წლიდან არის პროფესორი. გამოცემული აქვს წიგნები: ⌠მაიაკოვსკი და კინო■ (1969), "ქართული კინო■ ცალ-ცალკე გამოცემების სახით რუსულ (1979), ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე, 1980, ⌠ქართული კინო გუშინ და დღეს■ (1985), ⌠აკაკის მოგზაურობა■ √ 90. ფილმი, ეპოქა, ადამიანები■ (2002, ამ წიგნისათვის ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია მიენიჭა), ■ღია წერილი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს■ (2003, ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე), ⌠ორი წელი ერთ გაზეთთან■ (2004) და სხვ.
როგორც რეჟისორმა აღადგინა 18 ძველი მხატვრული ფილმი, მათ შორისაა: ალექსანდრე წუწუნავას ⌠ხანუმა■ და ⌠ორი მონადირე■, კოტე მარჯანიშვილის ⌠ამოკი■ და ⌠კრაზანა■, მიხეილ ჭიაურელის ⌠საბა■, ორი შემორჩენილი ფილმი ლადო მესხიშვილის მონაწილეობით და სხვ. დამოუკიდებლად გადაიღო ორი დოკუმენტური კინოსურათი: ⌠შემოდგომა■ (1999, მწერალ ოტია იოსელიანზე) და ⌠შტრიხები ავტოპორტრეტისათვის■ (2008, მხატვარ ზურაბ ლეჟავაზე). იყო ავტორი და წამყვანი სატელევიზიო პროგრამისა: ■ქართული კინოს ისტორიიდან■. მისი თარგმანით გამოვიდა ქართულ ენაზე ცნობილი რუსი კინომცოდნის ალექსანდრე ბრაგინსკის მონოგრაფია "რენე კლერი■ (1965).
დააფუძნა ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასი (2005), არის მისი გამგეობის თავმჯდომარე, დააარსა და გამოსცემს დასის ჟურნალს ⌠რაინდი■ და გაზეთს ⌠საქართველოს კარიბჭესთან■, არის ორივე გამოცემის მთავარი რედაქტორი. ამჟამად გ. დოლიძე ხელმძღვანელობს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოს სამეცნიერო სექტორს.
(ეს ის სექტორია, სადაც, მართალია დოლიძის გარეშე მომზადდა ნარკვევების კრებული, მაგრამ, 2006 წლიდან უკვე სექტორის ხელმძღვანელს, დოლიძეს, შეეძლო სამუშაო პირობებში აღეძრა მისი ხარვეზებისა და უხარისხობის საკითხი. ე.ო.).
არაფერში შემაქვს ეჭვი და, ცხადია, არც არაფერი მოგვიკლია კოლეგის ბიოგრაფიისთვის, თუმცა დანაკლისი შევუვსეთ: ნამდვილად გასაკვირია, ფაქტების დამცველ დოლიძეს (ან _ მისივე ჟურნალების მიხედვით რომ ვთქვათ _ "რაინდსა" და "კარიბჭესთან" მდგომს) რატომ აქვს გამოტოვებული ლენინისადმი მიძღვნილი 300-გვერდიანი და 3√ათასიანი ტირაჟით გამოცემული წიგნი: "ვ.ი. ლენინი და კინოს საკითხები". ენციკლოპედიაში მოთავსებულ მინიპორტრეტში იგი მას არც კი ასახელებს. აი, ესაა, სწორედ მედროვეობა.
სხვას არაფერს მოვიგონებ წარსულიდან, მაგრამ იმას კი ვიტყვი, რომ რუს კინომცოდნეებსაც კი, რომლებიც ანგაჟირებულის სახელით მოიხსენიებოდნენ ახლო წარსულში, არ დაუწერიათ ხსნებულ თემაზე დისერტაცია. მხოლოდ დოლიძემ "აზიდა" ეს თემა, მაგრამ ამაოდ _ მას არც რუსებმა დაუფასეს, არც სხვა ქვეყნების სამეცნიერო საბჭოებმა, სადაც დისერტაციის დასაცავად მიმართა... მხოლოდ საქართველოში მიაღწია იმას, რომ შრომა გამოსცა წიგნად, მყარი ყდით, თაობებისთვის რომ გაეძლო.
ცნობილი გამონათქვამია, თავდაცვის საუკეთესო ხერხია თავდასხმა _ დოლიძის სასამართლოზე აღძრული საჩივრები, პუბლიკაციები და სატელევიზიო ინტერვიუები ადასტურებს ამ გამონათქვამს.
ახლა კი, დოლიძის შენიშვნებთან დაკავშირებით:
მივყვები საგაზეთო პუბლიკაციას გაზ. "საქართველოს რესპუბლიკიდან", 14 ივლისი, 2010 წელი.
1.უპირველეს ყოვლისა, ვიტყვი, რომ ჩემი ნარკვევი, ყველა სხვასთან შედარებით, დიდი მოცულობისა იყო და რედაქტორმა ირინა კუჭუხიძემ მისი შემცირება მთხოვა. როგორც ჩანს, მე საკმაოდ უხეშად და ხელოვნურად შევამცირე, ამას მოყვა სქოლიოს აცდენა, რამაც გამოიწვია ყველა შემდგომის გადანაცვლება და ასე შეიქმნა გაუგებრობა. და კიდევ, ვისაც კომპიუტერთან უმუშავია, იცის, რომ გვერდიდან გვერდზე გადასვლისას ზოგჯერ სტრიქონი ასე, ვთქვათ, "იყლაპება". ცხადია, ეს არ ამართლებს ჩემს შეცდომებს, _ პირიქით, ავტორი ნებისმიერ შემთხვევაში ბოლომდე უნდა მიყვეს ნაშრომს, განსაკუთრებით დაკაბადონების დროს, რათა აცდეს მსგავს ტექნიკურ წუნს. მკითხველმა, ალბათ, გაიგო, რომ დოლიძემ ისარგებლა ამ შემთხვევით და სათითოოდ შეჩერდა ყველა დეტალზე შეცდომების კორიანტელის შთაბეჭდილება რომ შეექმნა. რაც შეეხება სხვა ეპითეტებს ირინა კუჭუხიძის მიმართ (რასაც არ გავიმეორებ), დოლიძემ შესანიშნავად იცის, რომ თუ ვინმეს ეკუთვნის ემირიტუსის წოდება ეს ირინა კუჭუხიძეა, და მასთან ერთად მოხსენიებას, პირადად მე დიდ პატივად მივიჩნევ.
2.აბრამ როომის "сУЮАШ" ნარკვევში პუდოვკინოს გამოსვლის ციტატაშია მოყვანილი იმ ფორმით, როგორც პუდოვკინს მიაჩნია სწორად, დოლიძეს კი _ არა. ასევეა "ბენ გურის" შემთხვევაში" (იხ. ანდრე ბაზენი, "სტალინის მითი საბჭოთა კინოში", `საბჭოთა ხელოვნება", 1989, გვ.21. (95-ე გვერდზე მე ვწერ, რომ აღნიშნული წერილი ბაზენმა 1950 წელს გამოაქვეყნა ჟურნალ "ესპრის" ივლის-აგვისტოს ნომერში, დოლიძე უნდა მიმხვდარიყო, რომ ეს სხვა ვარიანტია "ბენ გურისა" და არა ის, ტელევიზიით რომ აქვს ნანახი).

3."...კალატოზიშვილზე ყველგან წერს, სადაც ხელი მიუწვდებაო..." _ რატომაც არა? გენიალური ქართველი რეჟისორის პოპულარიზაცია, დიახაც, ჩვენი საქმეა. რაც შეეხება პერელმანს _ ფილმში "ლურსმანი ჩექმაში" _ მისი სცენარის ავტორობა (ეს არა ერთხელ მაქვს მითითებული კალატოზიშვილთან დაკავშირებით) სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი არ გამოთქვამდა იმ აზრს, რის ციტირებასაც ვახდენ აღნიშნული დოკუმენტიდან. უბრალოდ დოლიძეს არ წაუკითხავს ამ დისპუტის საოქმო ჩანაწერი და რაც თვითონ არ იცის, ის არ არსებობს მისთვის, ვფიქრობ მკვლევარისავის ესეც მეტად "დამამშვენებელი"  თვისებაა...
4."არსენასთან" დაკავშირებით ჩემი აზრი დღესაც უცვლელია, საზოგადოდ განსჯა და ანალიზი ინტელექტის და გემოვნების საკითხია, მიმაჩნია, რომ მიტროხინისადმი განსაკუთრებული ყურადღებით მ.ჭიაურელმა დროის მოთხოვნებს გადაუხადა ხარკი. ამ დათმობის სამაგიეროდ, მთელ რიგ შემთხვევებში, იგი ისეთ სითამამეს იჩენდა, როგორსაც არც ერთი მისი თანამედროვე, ეს თემა კონკრეტულადაა გახსნილი შრომაში, მაგრამ დოლიძეს ამის შემჩნევა არ სურს და საზოგადოდ არც ერთი პასაჟი, რომელიც ჭიაურელის შემოქმედებას ახალი წახნაგით გვაცნობს.

5.ის, რომ ქ√ნი მარიამ ორახელაშვილი დოლიძეს მამია ორახელაშვილში ეშლება და ამ  აზრს საკრებულოს წევრებს ახვევს  თავს_ ეს ჩემი პრობლემა არ არის. კიდევ ერთხელ განვმარტავ მამია ორახელაშვილი საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ცნობილი პარტიული მუშაკი ახლდათ, ხოლო მისი მეუღლე მარიამი _ განათლების სახალხო კომისარი.
6.ცხადია, ავტორსაც და ლიტრედაქტორს გამორჩა არა ერთი ხარვეზი, მაგრამ თუ ორჯერ შუმიატსკი წერია და ერთხელ შუმიაცკი _ ხომ გასაგებია, რომ ლაფსუსებთან გვაქვს საქმე? და ა.შ.
7.რაც შეეხება თინა კობალაძის წერილს "ფრაგმენტები დაუწერელი წიგნიდან", დოლიძე მხოლოდ ნაწილობრივაა მართალი, რადგან მე სათაური შევცვალე, მან _ ავტორის გვარი, კოპლატაძე კობალაძის ნაცვლად. თუნდაც ეს შემთხვევა ცხადყოფს, რომ პროფესიონალებიც ცდებიან. პროფესიონალებთან დაკავშირებით დავძენ, რომ სქოლიოების სისწორე, მართლაც საჭირო საქმეა მეცნიერისთვის, მაგრამ არც ის არის დასაწუნი, როცა მეცნიერს არ უკვირს არც ვებგვერდი, არც ინტერნეტგაზეთი, არც ბლოგი და არანაირი თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალება.

ბუნებრივია, "მიხეილ ჭიაურელის"  სრული ტექსტის გამოცემისას, უკვე მონოგრაფიის სახით (და მე აუცილებლად გამოვცემ მას) უთუოდ მივადევნებ თვალს სქოლიოების სიზუსტეს, რადგან შრომა მთლიანად ისტორიულ დოკუმენტებზეა აგებული, რომელთაგან  გარკვეული ნაწილი, როგორც ზემოთ გამოჩნდა, პროფესიონალებისთვისაც კი უცნობია.  ხოლო, თუ დოლიძეს ამის სურვილი ექნება, მას მივანდობ სქოლიოების რევიზიას.

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, თუ, რომელიმე სატელევიზიო არხი ან გაზეთი დაინტერესდება დოლიძის პრობლემებით ეს მისი პირადი ინტერესების გამომხატველი იქნება მხოლოდ, როგორც თვით დოლიძის შემთხვევაში.

 

ქართული კინო ეთერ ოკუჯავასგან

HOME

 

 
     
     
Hosted by uCoz