|
მაკარტიზმი ეწოდება აშშ-ის ისტორიაში პერიოდს 1940-იანი
წლების მეორე ნახევრიდან 50-იანი წლების ბოლომდე, რომელიც აღინიშნა
ანტიკომუნისტური ისტერიით. პერიოდს ასევე უწოდებენ მეორე `წითელ~ პანიკას,
იგი ხასიათდება გაზრდილი შიშით ამერიკულ ინსტიტუტებზე კომუნისტური
გავლენისა და საბჭოთა აგენტების `შპიონაჟის~ შესახებ. ტერმინის წარმოშობა
დაკავშირებულია ამერიკელი სენატორის ჯოზეფ მაკარტის სახელთან, ხოლო
მოგვიანებით სიტყვამ უფრო უფრო ზოგადი მნიშვნელობა მიიღო.
აღნიშნულ პერიოდში ათასობით ადამიანი დაადანაშაულეს კომუნისტობაში ან
კომუნისტებისადმი კეთილგანწყობაში. მთავარი მსხვერპლნი ასეთი დევნისა
გახდნენ მთავრობაში და გასართობ ინდუსტრიაში მომუშავენი. ბევრმა ადამიანმა
დაკარგა სამუშაო, მოხვდა ციხეში ან დაენგრა კარიერა. ისინი გაასამართლეს იმ
კანონებით, რომლებიც მოგვიანებით არაკონსტიტუციურად გამოცხადდა. თუ
გადავხედავთMმაკარტიზმის ისტორიული მიზეზებს, იგი უბრუნდებოდა
1917-1920-იან წლებში გავრცელებულ პირველ წითელ პანიკას. მას შემდეგ, რაც
1930-იან წლებში ამერიკის კომუნისტურმა პარტიამ მოიპოვა პოპულარობა,
გაზარდა წევრთა რაოდენობა და მიაღწია პიკს-50 ათას ადამიანს, ამერიკულ
საზოგადოებაში თანდათანობით წარმოიშვა შიში კომუნიზმის, როგორც პოლიტიკური
ძალისადმი. სანამ ამერიკა ჩაბმული იყო II მსოფლიო ომში როგორც საბჭოთა
კავშირის მოკავშირე, ანტი-კომუნიზმის საკითხი ერთგვარად ტაბუირებული იყო.
მსოფლიო ომის დასრულებისთანავე კი საბჭოთა კავშირმა მოაწყო რეპრესიული
კომუნისტური მარიონეტული რეჟიმები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
ვითარება გაამწვავა 1949 წელს საბჭოთა კავშირის მიერ ატომური ბომბის
გამოცდამ. იმავე წელს, კომუნისტურმა არმიამ დაამყარა კონტროლი ჩინეთზე იმის
მიუხედავად, რომ მათი მეთაურის კონკურენტს დიდ ფინანსურ დახმარებას უწევდა
აშშ. 1950 წელს იფეთქა კორეული ომმა, რომელმაც ამერიკის, გაეროსა და
სამხრეთ კორეის ძალები ჩინელ და ჩრდილო-კორეელ კომუნისტებს დაუპირისპირა.
როცა ცივი ომი დაიწყო, 1945 წლის შემდეგ, ბევრ ამერიკელს გაუჩნდა შიშისა და
სიძულვილის გრძნობა კომუნისტთა მიმართ: ”სჯობს იყო მკვდარი, ვიდრე
წითელი”-ასეთი იყო მათი დევიზი.
ამ პერიოდში წინ წამოიწია საბჭოთა ჯაშუშების არსებობის საკითხმა. ერთ-ერთი
პირველი, ვისაც ჯაშუშობაში დასდეს ბრალი 1948 წელს, იყო სახელმწიფო
დეპარტამენტის ყოფილი მუშაკი ელჯერ ჰისი. იგი დაადანაშაულა ყოფილმა
კომუნისტმა მისთვის 200 საიდუმლო დოკუმენტის გადაცემასა და კომუნისტობაში.
მიუხედავად იმისა, რომ ჰისმა ორივე ბრალდება უარყო და მისი საბჭოთა
აგენტობა ვერ დამტკიცდა, იგი ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით ციხეში 5 წლით
მაინც გაგზავნეს. მომდევნო სკანდალი გამოიწვია როზემბერგების მიერ ატომური
ბომბის საიდუმლოს მოპარვამ და საბჭოთა კავშირისთვის მიყიდვამ. ეს ორი
პიროვნება 1953 წელს ელექტრო სკამით სიკვდილით დასაჯეს.
მაკარტის პირადი მონაწილეობა მიმდინარე კულტურულ ფენომენში დაიწყო მის მიერ
გაკეთებული განცხადებით 1950 წლის 9 თებერვალს, ლინკოლნის დღეს, როდესაც
მან პრესას წარუდგინა სია 205 ადამიანისა, რომლებიც თითქოსდა სახელმწიფო
დეპარტამენტში მუშაობდნენ და იყვნენ კომუნისტები.
1953-1954 წლებში თავად მაკარტი ხელმძღვანელობდა სენატის გამოძიებების
მუდმივ ქვეკომიტეტს და აქედან ახორციელებდა კომუნისტებზე ნადირობას, მისი
პოპულარობაც თანდათანობით იზრდებოდა.
მაკარტიზმს მხარს უჭერდნენ გარკვეული ჯგუფები: ამერიკული ლეგიონი,
ქრისტიანი ფუნდამენტალისტები და სხვა ანტიკომუნისტური ორგანიზაციები. მათ
აერთიანებდათ წინააღმდეგობა ინტერნაციონალიზმისადმი, სოციალური
კეთილდღეობისადმი და რუზველტის ახალი კურსის სხვადასხვა პროგრამისადმი.
რიგითი ამერიკელები ირწმუნებოდნენ, რომ ცეცხლის გარეშე კვამლი არ ჩნდება და
მხარს უჭერდნენ მაკარტიზმს. 1954 წლის გამოკვლევებით ამერიკის მოსახლეობის
50% მომხრე იყო ამ დევნისა, რადგან მიაჩნდათ რომ ამერიკის კომუნისტურ
პარტიაზე სრულ კონტროლს ახორციელებდა მოსკოვი და ნებისმიერ ამერიკელი
კომუნისტი აუცილებლად საბჭოთა მარიონეტი იყო. ასევე ამტკიცებდნენ, რომ
პარტიის არც ერთ წევრს არ ჰქონდა უფლება გასულიყო ამ ორგანიზაციიდან.
ამგვარად, თუ ადამიანი ერთხელ შეაბიჯებდა ამ პარტიაში, იგი სამუდამოდ
კომუნისტად უნდა ჩათვლილიყო.
მაკარტიზმის გავრცელებას ხელს უწყობდნენ კონსერვატორი პოლიტიკოსებიც,
რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ლიბერალურ რეფორმებს, მაგალითად, ბავშვთა
შრომის კანონს, ქალთათვის ხმის უფლების მინიჭებას და ა.შ. ბევრი პოლიტიკოსი
რუზველტის ახალ კურსს აიგივებდა სოციალიზმთან ან სულაც კომუნიზმთან.
მაკარტის მიმდევრები აცხადებდნენ, რომ შესაძლოა რუზველტის ადმინისტრაციაშიც
არსებობდნენ აგენტები. ასევე აღსანიშნავია, რომ მათთვის უფრო რეალური იყო
მთავრობაზე კომუნისტური გავლენის საფრთხე და არა ჯაშუშობა, აგენტობა ან
რაიმე სხვა სახის ქმედება.
არსებობდა ბევრი ანტი-კომუნისტური ორგანიზაცია, რომლებიც ახორციელებდნენ
გამოძიებას ფედერალური, შტატის თუ ადგილობრივ დონეზე. ამ საქმეში ასევე
მონაწილეობდნენ კერძო სააგენტოებიც, რომლებიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ,
ატარებდნენ გამოძიებას დიდსა თუ პატარა კომპანიებში, სადაც შესაძლოა
მუშაობდნენ კომუნისტები. კონგრესში ყველაზე ცნობილი ორგანო იყო პალატის
ანტი-ამერიკული საქმიანობის კომიტეტი(HUAჩ), რომელიც შეიქმნა 1938 წელს და
1950 წლამდე ხელმძღვანელი იყო მარტინ დაისი; წარმატებული იყო სენატის შიდა
უსაფრთხოების ქვეკომიტეტი, შექმნილი 1950 წელს, რომელიც დაკავებული იყო
საბოტაჟთან დაკავშირებული კანონების შესრულების უზრუნველყოფით, ასევე
სენატის მუდმივი გამოძიების კომიტეტი.
1949-1954 წლებში კონგრესის მიერ 109 გამოძიება იქნა ჩატარებული. ამ
პროცესებს მხარს უჭერდა მთავრობაც. პრეზიდენტმა ტრუმენმა 1947 წელს შემოიღო
ლოიალობის შემოწმების პროგრამა, რაც განავრცო ეიზენჰაუერმა. 1958 წელს
გამოითვალეს, რომ ყოველი 5 დასაქმებული პირიდან ერთს მოეთხოვებოდა
ჩაებარებინა რაიმე სახის ლოიალობის ტესტი. თუ ადამიანი ერთხელ დაკარგავდა
სამუშაოს, ძალიან ძნელი იყო ხელმეორედ დასაქმება. არც ერთი პასუხისმგებელი
დამსაქმებელი არ მისცემდა მას სამუშაოს. რადგან გამომძიებელთა დაჟინებით
ინფორმატორთა ვინაობა საიდუმლოდ უნდა შეენარჩუნებინათ, შემოწმების
მსხვერპლთა უმრავლესობამ არც კი იცოდა, ვინ დაადანაშაულა და რის გამო. თუ
მოწმეები არ დაასახელებდნენ ნაცნობი კომუნისტების სახელებს, ან ციხეში
აღმოჩნდებოდნენ, ან კიდევ შავ სიაში. ხშირად დაკითხვაზე დაბარების მიზეზი
ადამიანის ჰომოსექსუალობაც იყო. გამოძიება, მიუხედავად იმისა, რომ მთელი
რიგი უკანონო ქმედებებით ცდილობდა სამხილების მოპოვებას, ხშირად ვერ
ახერხებდა ეჭვმიტანილის ბრალეულობის დამტკიცებას. არალეგალურ მოქმედებაში
FBI ჩაერთო, კომუნისტებზე ინფორმაციის მოძიება ხორციელდება ელექტრონული
ფოსტის გახსნით, მოსმენით, ქურდობით და ა.შ. მაკარტიზმის დროს ასევე დევნას
განიცდიდნენ ის ადვოკატები, რომლებიც გაბედავდნენ და შავი სიის წევრებს
დაიცავდნენ. ასეთი რამ შეემთხვა ბარტლი კრამს, რომელმაც ამ გამოძიებების
გამო კლიენტები დაკარგა, საბოლოოდ კი ვერ გაუძლო ზეწოლას და 1959 წელს თავი
მოიკლა.
ერთ-ერთი სფერო, რომელსაც ყველაზე მწვავედ შეეხო დევნა, იყო ჰოლივუდი.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 1947 წელს კინოინდუსტრიაში მომუშავე
რამდენიმე ადამიანი გამოიძახეს პალატის კომიტეტში, რათა გამოეკვლიათ,
იგეგმებოდა თუ არა რაიმე სახის კომუნისტური პროპაგანდა ამერიკულ ფილმებში.
ამ 49 ადამიანიდან 19-მა უარი თქვა ჩვენების მიცემაზე. ძირითადი კითხვა,
რომელსაც მათ უსვამდნენ, იყო ასეთი-ხართ თუ არა ამჟამად ან ყოფილხართ თუ
არა ოდესმე კომუნისტური პარტიის წევრი? უმეტესობა ამ ადამიანებისა მართლაც
იყო პარტიის წევრი, წარსულსა თუ აწმყოში, მაგრამ ასეთი წევრობა ხომ
არასოდეს ყოფილა არალეგალური? 10 ადამიანი, ვინც საბოლოოდ არ მისცა
ჩვენება, დაადანაშაულეს კონგრესისადმი უპატივცემულობაში და საქმე
გააგრძელეს. ეს ადამიანები თავის დასაცავად იყენებდნენ პირველი შესწორების
მიერ მინიჭებულ უფლებას შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების შესახებ, ისინი
ამ უფლების დასაცავად ვაშინგტონშიც კი ჩავიდნენ, მაგრამ ამაოდ. ბევრმა კი
იმის გამო თქვა უარი ჩვენების მიცემაზე, რომ ეს კინო-ინდუსტრიაზე უკანონო
ზეწოლად მიაჩნდა. მათი პროტესტი უშედეგო აღმოქნდა, მათ საკუთარმა კოლეგებმა
არ აუბეს მხარი. ოქტომბერში ერთ-ერთი ასოციაციის პრეზიდენტმა, ერიკ
ჯონსტონმა, განაცხადა, რომ სამუშაოდან ითხოვდა ე.წ. ჰოლივუდის ათეულს და
ამიერიდან აღარ დაასაქმებდა არც ერთ პირს, ვინც თუნდაც ეჭვმიტანილი
იქნებოდა კომუნისტობაში. ეს ფაქტი ისტორიაში შევიდა, როგორც ვოლდორფის
განცხადება. ამგვარად, პირველი შავი სია ამოქმედდა.
ამ პროცესებს ზოგიერთმა ჰოლივუდის პროფესიონალმაც დაუჭირა მხარი, მათ შორის
იყვნენ რონალდ რეიგანი და უოლტ დისნეი, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ
კინო-ინდუსტრიაში საფრთხე სერიოზული იყო. მსახიობები იმის სურვილსაც
გამოთქვამდნენ, რომ პირადად მიეღოთ მონაწილეობა კომუნისტთა წინააღმდეგ
დევნაში და გაეძევებინათ ისინი უკან რუსეთში. ხელოვანთა ინიციატივა იყო
ანტი-კომუნისტური აღქმის დადების დანერგვა. ამ ინიციატივას მხარი
კონგრესმაც დაუჭირა.
სასამართლოში, ჰოლივუდის ათეულის საქმის გამოძიებისას, ანტი-ამერიკული
საქმიანობის კომიტეტმა ვერ წარადგინა ვერანაირი დამამტკიცებელი საბუთი, რომ
ჰოლივუდი ნამდვილად ახორციელებდა კომუნისტურ პოროპაგანდას, მაგრამ
პროცესები უმართავი გახდა. დაიხურა უამრავი სტუდია, რამაც ამ სისტემის
ჩავარდნა გამოიწვია. ბევრი ხელოვანი უბრალოდ ქვეყანას ტოვებდა და ევროპაში
პოულობდა თავშესაფარს.
1948 წლის გაზაფხულზე ათეულის ყველა წევრი დამნაშავედ სცნეს. შედეგი არ
მოიტანა გადაწყვეტილების გასაჩივრებამ და 1950 წელს ამ პიროვნებებმა
1-წლიანი სასჯელის მოხდა დაიწყეს. იმავე წელს, ერთმა მათგანმა, კერძოდ,
რეჟისორმა ედვარდ დმიტრიკმა, საჯაროდ აღიარა, რომ ოდესღაც ის იყო კომუნისტი
და აცხადებდა, რომ მისცემდა ჩვენებებს სხვათა წინააღმდეგაც, რაც გააკეთა
კიდეც და დააბეზღა საკუთარი მეგობარი, ვინც ადრე მისი 4 ფილმი გამოუშვა.
იგი დროზე ადრე გაათავისუფლეს და მისი კარიერაც აღდგა, დანარჩენებმა კი
ბოლომდე შეინარჩუნეს დუმილი და შედეგად მრავალი წელი ამაოდ ეძებდნენ
სამუშაოს. ზოგი საიდუმლოდ განაგრძობდა ჰოლივუდისთვის წერას ან
რადიომაუწყებლობაში მუშაობას, ისინი იყენებდნენ ფსევდონიმებს ან მეგობართა
სახელებს.
ჰოლივუდის შავი სიის განვრცობაში მთელი რიგი
არასამთავრობო ორგანიზაციებიც მონაწილეობდნენ. განსაკუთრებით აქტიურობდა
ამერიკული ლეგიონი- ომის კონსერვატორი ვეტერანების გაერთიანება, რომელიც
ზეწოლას ახორციელებდა ინდუსტრიის ზელმძღვანელებზე, რათა მათ დაეთხოვათ
იმგვარი პოლიტიკური სიმპათიების მქონე პირები, რომლებსაც ორგანიზაციის
წევრები არ იზიარებდნენ. 1949 წელს ლეგიონის ამერიკანიზმის განყოფილებამ
გამოაქვეყნა საკუთარი შავი სია 128 ადამიანისა, ვინც თითქოსდა მონაწილეობდა
კომუნისტურ შეთქმულებაში. მათ შორის იყო ცნობილი დრამატურგი ლილიან
ჰელმანი, რომელმაც სამუშაო 1960 წლამდე ვეღარ იშოვა. 1952 წლის 27
დეკემბერს ამავე ორგანიზაციამ განაცხადა, რომ არ მოსწონდა ახალი ფილმი
“მულენ რუჟი”, რომელშიც მთავარ როლს ხოსე ფერერი ასრულებდა. კინოსურათი
სრულიად აპოლიტიკური იყო. დაშინებულმა ფერერმა, რომელიც ერთხელ უკვე ჰყავდა
დაკითხული ანტი-ამაერიკული საქმიანობის კომიტეტს, დაუყოვნებლივ შეატყობინა
ლეგიონის ადგილობრივ მეთაურს, რომ მოხარული იქნებოდა თუ შეუერთდებოდა მათ
კომუნზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ლეგიონი გამოძიებისას მთელ რიგ შეცდომებს უშვებდა; 1954 წელს სცენარისტი
ლუის პოლოკი, ადამიანი რომლის პოლიტიკურ შეხედულებებზე ან კავშირებზე
არავინ არაფერი იცოდა, უეცრად მოხდა სიაში, რადგან ამერიკულმა ლეგიონს იგი
აერია კალიფორნიელ მემაუდე ლუის პოლოკში, რომელმაც გამოძიებასთან
თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.
კიდევ ერთი გავლენიანი ჯგუფი იყო ამერიკელი ბიზნეს-კონსულტანტების
გაერთიანება, რომელიც გამოსცემდა ყოველკვირეულ “კონტრშეტევას” , რათა
შებრძოლებოდა კომუნიზმს. თუმცა გამომცემლები უარყოფდნენ, მაგრან მათ
ნამდვილად ჰქონდათ კავშირი მთავრობასთან, მათთვის ხელმისწვდომი იყო FBI-სა
და სხვა საგამოძიებო ორგანოების დოკუმენტაცია. ამ ეჭვს ადასტურებს 1950
წელს გამოცემული ცნობილი პამფლეტი- “წითელი არხები”, რომელშიც მოცემული იყო
გასართობ ინდუსტრიასა თუ რადიომაუწყებლობაში მოღვაწე 151 ადამიანის სია,
რომლებსაც ბრალი ედებოდათ კომუნისტურ საქმიანობაში. ეს პამფლეტი იმაზე
მიანიშნებდა, რომ ჯერ კიდევ ბევრი მოხვდებოდა შავ სიაში.
|
|